WMS (Warehouse Management System) — „საწყობის მართვის“ მოდული, რომელიც განკუთვნილია საწყობში არსებული ყველა პროდუქტის მიღების, გაცემის, დაბრუნების, ჩამოწერის, საწყობებს შორის გადაადგილების, პროდუქციის გადაადგილების ისტორიის, პროდუქციის გაერთიანების, ინვენტარიზაციისა და ამ სფეროში გათვალისწინებული სხვა ოპერაციების ბაზაში შენახვისა და შესრულების უზრუნველსაყოფად.
WMS ქმნის გამჭვირვალობას საწყობის შიგნით, ხელს უწყობს სამუშაო რესურსების სწორ გამოყენებას, შეცდომების შემცირებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.